top of page

Refugee Law Clinic Jena e.V არის ლტოლვილი სტუდენტების საქველმოქმედო იურიდიული დახმარების კლინიკა. აქ ჩვენი ყურადღება გამახვილებულია თავშესაფრის და მიგრაციის კანონზე, ჩვენ ვეხმარებით ემიგრანტებს და განსაკუთრებით ლტოლვილებს იურიდიულ კითხვებზე და პარალელურად ვთავაზობთ პროგრამას თავშესაფრის და ბინადრობის უფლებაზე მოხალისე კონსულტატებად, მრჩევლად.

 

თავშესაფარის მიღების პროცესი დევნილებს უამრავ ბიუროკრატიულ და იურიდიულ გამოწვევას უქმნის. ზოგადად ეგზისტენციალური გადაწყვეტილება ბინადრობის სტატუსის და შემდგომი სოციალური ინტეგრაციის შესახებ. კითხვები ხდება უცხოენოვან და სამართლებრივ სფეროში. ბევრი დაზარალებული აქედან გამომდინარე საჭიროებს დახმარებას და მხარდაჭერას კომპეტენტური კონსულტაციის საშუალებით. ფინანსური, პირადი ან კონკრეტული გარემოების გამო, ბევრ ლტოლვილს არა აქვს წვდომა ადეკვატურ რჩევაზე. საქველმოქმედო იორიდიულ კლინიკას სურს თავისი წვლილი შეიტანოს დაზარალებულთა ამჟამინდელი და პირადი მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

საკონსულტაციო საქმიანობა

ჩვენ ვთავაზობთ ლტოლვილებს უფასო, დაბალი ბარიერის მქონე საკონტაქტო წერტილს, ვაძლევთ რჩევას და ვეხმარებით იურიდიულ, ადმინისტრაციულ და სხვა საკითხებზე. ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ სრულიად კვალიფიციურ იურისტებთან, თუმცა ჩვენ არ ვთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას, მაგრამ ვთავაზობთ უფასო წვდომას იურიდიულ კონსულტაციაზე, განსაკუთრებით მათ, ვისაც არ აქვს იურიდიული კონსულტაციის შესაძლებლობა. ამას ეკუთვნიან აგრეთვე მათი თანმხლები პირებიც, ვინც დახმარებას ეძებს ადმინისტრაციულ პროცედურებში.

 

ამის საფუძველზე, სასწავლო პროგრამა გათვლილია ნებისმიერ დაინტერესებულ პირზე, ვისაც დრო და სურვილი აქვს გაეცნოს კანონს ლექციების, სემინარების და პრაქტიკის მეშვეობით და მოგვიანებით ეს ცოდნა გამოიყენოს ნებაყოფლობითად.

bottom of page